გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ომბუდსმენის მიმართვასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს

29-01-2021

ომბუდსმენის მიმართვასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2021 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა და 2021 წლის 28 იანვარს იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.

სახალხო დამცველის მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს. მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში.