« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
31-01-2021
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მთავრობას დაუდასტურა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველო თებერვალში მიიღებს „ფაიზერის" ვაქცინას, რომელიც აკრედიტებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში, მოხდება იმ ადამიანთა ვაქცინაცია, რომლებიც კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
„ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ, მოსახლეობის 60% აიცრას - ეს დაგვიცავს მომავალში ვირუსის ფართო გავრცელებისგან. ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნებასთან, შეზღუდვების მოხსნასთან. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს - მე დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გახსნაზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.