გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის სამინისტრო: ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, არხისა და მისი რეალური პოლიტიკური მფლობელების მცდელობას, შეასუსტონ თავდაცვის ძალების რეპუტაცია

1-02-2021

ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტი, რომელიც შეეხება უკრაინულ კომპანიას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენებს, აღნიშნული არხისა და მისი რეალური პოლიტიკური მფლობელების მცდელობას, მანიპულაციითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რამენაირად შეასუსტონ თავდაცვის ძალების რეპუტაცია და მიმდინარე მნიშვნელოვანი ძალთა მოდერნიზაციის პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ - ამის შესახებ თავდახცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ უკრაინულ კომპანია “მოტორ სიჩის” წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე შემოთავაზების სახით განხილული იყო მი-8 ვერტმფრენებისთვის მომსახურების საკითხი, თუმცა, აღნიშნულ საფრენ აპარატებთან დაკავშირებით შეთანხმება ან ხელშეკრულების გაფორმება არ მომხდარა. რაც შეეხება საბრძოლო შვეულმფრენის მი-24-ის ძრავებს და რედუქტორებს, აღნიშნულ საკითხზე კომპანია “მოტორ სიჩსა” და სს „თბილავიამშენს“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, რაც გულისხმობს საბრძოლო მი-24-ის ძრავების მოდერნიზაციასა და რემონტს.

სიუჟეტში მონაწილე პირებისგან, სრულიად გაუგებარი და ცილისმწამებლურია ბრალდება თითქოს აღნიშნული შვეულმფრენების რემონტი და მოდერნიზება რუსულ პრიორიტეტებს წარმოადგენს, რადგან თავიდანვე მათი შესყიდვა და რემონტი სწორედ წინა ხელისუფლების დროს, 2006 წელს უკრაინაში განხორციელდა. მეტიც, მსგავსი საშუალებები გვხვდება ნატოსა და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის ძალებში, მათ შორის გერმანიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ხოლო აშშ-ს სასწავლო-სავარჯიშო მიზნებისთვის. გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების მიუხედავად, სამინისტრო მიმდინარე და მომდევნო წლებში, შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი ხედვის ფარგლებში, ავიაციის მოდერნიზებასთან, უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების (დრონების) შეძენასთან ერთად, კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს სხვა, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებას" - ნათქვამია განცხადებაში.