შაბათი, მაისი 03, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ფესტივალი „არტ გენი“ წელს აჭარიდან დაიწყება

17-03-2018

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ გენი“ წელს აჭარიდან, ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. 22 ივნისს, ადგილობრივი შემსრულებელის მონაწილეობით კონცერტი სოფელ მახუნცეთში გაიმართება.

საიუბილეო, რიგით მე-15 ფესტივალი 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება, 27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს კი ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში.

„არტ გენი“ 8 – 15 ივლისს, ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტით დაიხურება.

„არტ გენი“ 2004 წლიდან იმართება. ფესტივალს საფუძველი ფოლკ-მუსიკოსმა ზაზა კორინთელმა („ზუმბა“) ჩაუყარა. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები.

reginfo.ge