გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ კაპანაძე: მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის გეგმა საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება

2-02-2021

მთავრობას დამტკიცებული აქვს ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა და ის სრულებით შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, - ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და განთავსების საკითხს, ასევე იმუნიზაციის დაწესებულებებს, ასევე სამიზნე ჯგუფებს, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება.

„დღეს საუბარი იყო ვაქცინაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე. ეს არის Pfaizer-ის ვაქცინა, 30 000 დოზა. როგორც მოგეხსენებათ, Pfaizer-ის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობა მოიცავს ულტრა ცივი ჯაჭვის პროცესს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის ლოგისტიკური ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის ტრანსპორტირებასა და განთავსებასთან. ასევე საუბარი შეეხო იმუნიზაციის იმ დაწესებულებებს, სადაც ვაქცინაცია უნდა მოხდეს. ვისაუბრეთ იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობას დამტკიცებული აქვს ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა და ის სრულებით შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს", - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.