გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ გაბუნია: შერჩეულია დაწესებულებები, სადაც პირველი ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება

2-02-2021

ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის მოსამზადებლად, რომ Pfizer-ის პირველი დოზები მივიღოთ და დავიწყოთ მისი გამოყენება მაშინვე. უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც მოხდება პირველი ჯგუფების ვაქცინაცია, ვაქცინაციის ცენტრები, ასე ვთქვათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, სხდომაზე განიხილეს ის მიმდინარე პროცესები, რაც აუცილებლად შესასრულებელია ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით. თამარ გაბუნიას განცხადებით, აგრეთვე საუბარი იყო საკომუნიკაციო კამპანიაზე პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

„ამაზე იყო დღეს საუბარი და ასევე იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც არის აუცილებლად შესასრულებელი უკვე ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით და ასევე, საკომუნიკაციო კამპანიაზე, ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ვაქცინა იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუფერხებელი და მომართვიანობა შესაბამისი, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, რადგან სრული ციკლის ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მისაღებად,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.