გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბუნებრივი აირის აფეთქება თელავში - დაშავებულია ორი მამაკაცი

18-03-2018

თელავში, საცხოვრებელი სახლის საწყობში რკინის შედუღების დროს, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი, 60 და 40-წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია.

ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, პაციენტებს ძლიერი დამწვრობა აღენიშნებათ და შემდგომი მკურნალობისთვის სავარაუდოდ, მათ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.

newposts