სამშაბათი, მაისი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გაგრის საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

18-03-2018

ოკუპირებული გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 1981 წელს დაბადებული რამინ ხაშიგი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხაშიგს "მაკაროვის" ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში დაჭრილი იყო შეყვანილი.

ე.წ. გენერალური პროკურატურა მომხდარ ფაქტზე წერს, რომ ხაშიგი საავადმყოფოს პალატაში მოკლეს მიხეილ ბარციცის ნათესავებმა. მიხეილ ბარციცი 2018 წლის 17 მარტს, 14:30 საათზე ოკუპირებული გაგრის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

ბარციცი ტუროპერატორი იყო. ე.წ. პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშიგი, რომელსაც ბარციცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, შურისძიების მიზნით სწორედ მისმა ნათესავებმა მოკლეს.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

რადიო "ათინათი"