გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მძღოლი, რომელმაც კასპში 10 წლის გოგონა გაიტანა, დაკავებულია

18-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.კ. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს ქალაქ კასპში თავისი 
კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულე მ.გ.-ს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამარლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიებამ დაადგინა ი.კ.-ს ბრალეულობა. პოლიციამ იგი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.