გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერის დავალებით, შესაბამისი უწყებები რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ

4-02-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს, რა რეფორმები შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის შემდგომი კორპორატიზაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო კომპანიაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, ასევე შეჯამდა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ საქართველოს რკინიგზას აქვს ბევრი რესურსი, რათა მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ამ მიზნით, შესაბამისი უწყებები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების მართვის დაახლოებას კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს.