გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობამ და ბოკერიას ფრთამ პარტიებზე ზეწოლისთვის შესაძლოა ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტები გამოიყენოს

9-02-2021

ჩვენ ვხედავთ, ღიად წარიმართება შანტაჟი, ბულინგი და ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბოკერიას ფრთამ ზეწოლისთვის შესაძლოა ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტები გამოიყენოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს, კობახიძის თქმით, ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან მისთვის უცნობია, რა ხდება „კულისებში“.

„6 ოპოზიციური პარტიაა, რომელიც დღემდე თავს იკავებს პარლამენტში შემოსვლისგან, განსაკუთრებით, ხისტი პოზიცია 5 პოლიტიკურ პარტიას უკავია. ყველა ეს პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებაა.

ეს პარტიებია: თავად „ნციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, ვაშაძე, რომელიც თავის დროზე ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სახე იყო და „ლელო, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სერიოზული ბიზნეს-კავშირები ჰქონდა. ისინი 2012 წლამდე ერთმანეთთან გადაჯაჭვული იყვნენ. მათ შორის, სავარაუდოდ, გადაჯაჭვული იყვნენ ისეთი საქმეებით, რომლის განხილვა კარგი არ იყო. ასე, რომ ბევრი გარემოებაა“, - განაცხადა კობახიძემ.