გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

19-03-2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსც 4 ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ნუკრი კვინიკაძის თქმით, საქმის მასალებიდან კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.

„ბრალდების მხარეს დაენიშნა კომისიური ექსპერტიზა, რომელიც დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტურ მთავარ სამმართველოში და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც თუ ვინმე ექსპერტია საქართველოში, ყველა აწერს ხელს. შვიდი ექსპერტის ხელმოწერით მოვიდა დასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მეკო კვირიკაშვილის ბრალეულობით არ მომხდარა “- განაცხადა ნუკრი კვინიკაძემ.

ავტოავარიისას დაღუპული გიორგი პაპასკირის ოჯახი კვირიკაშვილს გამოძიებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს, პაპასკირის დედის თქმით, საქმის მტკიცებულებები განადგურებულია.

საქმეზე ჩატარებულია რამდენიმე ექსპერტიზა, რომლებმაც განსხვავებული შედეგი აჩვენეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მორაგბეს შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.

2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

newposts