გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მძღოლები ახალციხეში საპროტესტო აქციას მართავენ

19-03-2018

ქალაქ ბორჯომისა და ადიგენის მცხოვრებლები ახალციხეში საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები ხე–ტყის გადატანის დროს ჩამორთმეული სატვირთო მანქანების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, ჩამორთმეულ მანქანებს უკვე თვეებია არ უბრუნებენ და პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი არ უარყოფს, რომ მათ ხე-ტყე უკანონოდ, საბუთის გარეშე გადაჰქონდათ, თუმცა თვეობით ავტომობილების ჩამორთმევა უსამართლოდ მიაჩნიათ. ავტომობილოს მფლობელთა ნაწილი აცხადებს, რომ მანქანები უარგუმენტოდ ჩამოართვეს.

მათი თქმით, ისინი მზად არიან ავტომობილები ჯარიმის საფუძველზე გამოიყვანონ, თუმცა ამის უფლებასაც არ აძლევენ. აქცია ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო აინისტრაციასთან მიმდინარეობს. მათ ნაციონაური მოძრაობის წევრებიც შეურთდნენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პროკურატურასთან პასუხისმგებელ პირთან შეხვედრის მოთხოვნით გაფაინაცველებენ.

imedinews.ge