12-02-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა სხვლა-ფორმირების საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო.
სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ვარდის ბუჩქები გასხლეს და მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
გამწვანების სამსახური ასევე ყოველდღიურად ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სახის საგაზაფხულო სამუშაოებს.