გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ და ამ დროს მედიას, გარდა იმისა, ვინ მივიდა პოლიტსაბჭოზე, ან ვინ არ მივიდა, კითხვა არ აქვს

12-02-2021

ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების" გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი და ამით ეს სპეკულაციები და ჭორები უნდა დასრულდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვა, მათ შორის დაპირისპირების არსებობასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას ჭორებისთვის საფუძველი არ აქვს, გარდა იმისა, დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომას გიორგი გახარია.

„ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს. როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას ჭორებისთვის საფუძველი არ აქვს გარდა იმისა, გახარია დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს, მე პოლიტსაბჭოს ხან დავესწრები, ხან - ვერა, მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკიდან გამომდინარე. ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში. მარტივი რამ მინდა გითხრათ - უკვე ერთი კვირაა, ვცდილობ, ყოველკვირეულად მაქსიმალურად მივიდე სკოლებში, ვინაიდან ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. ბავშვები სასწრაფოდ ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში, რომ შეეძლოთ ნორმალური განათლების მიღება. მეორეს მხრივ, ამ ბავშვების ოჯახებს, ქართულ ოჯახებს ელემენტარულად უჭირთ, ყოველდღიურად იბრძვიან ყოველდღიური შემოსავლისთვის, ეკონომიკურ კრიზისში ვართ. ამ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ და ამ დროს მედიას გარდა იმისა, ვინ მივიდა პოლიტსაბჭოზე, ვინ არ მივიდა, კითხვა არ აქვს. ვერ მივდივარ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გადასაწყვეტია. ხან ვახერხებ პოლიტსაბჭოზე მისვლას, ხან - ვერ ვახერხებ", - აღნიშნა პრემიერმა.