გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“მკვლელობის შემდეგ კედელზე სისხლით მიაწერა “დამიჭირეთ”

19-03-2018

სოსო დრობიშევი 1996 წელს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაასამართლა. იმდენად მძიმე იყო მაშინ ბრალი, რომ პროკურორმა მისი დახვრეტა მოითხოვა. კოლეგიის სამივე მოსამართლე პროკურორს დაეთანხმა და კოლეგიის თავმჯდომარემ ვერდიქტი გამოაცხადა: “მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა”. მაშინ განსასჯელის სკამზე მასთან ერთად სოსოს ძმაც იჯდა, სასამართლომ ძმას 15 წელი მიუსაჯა, სოსო დრობიშევი კი სიკვდილმისჯილთა საკანში გაამწესეს. თითქმის ერთ წელზე მეტხანს დახვრეტის მოლოდინში იყო.

დრობიშევსა და კიდევ 52 სიკვდილმისჯილს ბედმა გაუღიმა­ – 1997 წელს საქართველოში­ სიკვდილით დასჯა გაუქმდა. პრეზ­იდენტმა ყველა შეიწყალა და

დახვრეტა 20-წლიანი პატიმრობით­ შეუცვალეს. მოგვიანებით, სიკვდილმისჯილებს 15 წლამდე შეუმცირეს სასჯელი.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, სოსო დრობიშევს 45 წლის ზურაბ სურმანიძის მკვლელობისთვის ასამართლებენ. ამჯერადაც პროკურორმა მაქსიმალური სასჯელი მოითხოვა. უვადო პატიმრობას ითხოვდა მოკლულის ოჯახიც.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დრობიშევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურა, ასევე ბრალდებულის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ – ადვოკატი ბრალის­ კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემცირებას, ხოლო პროკურატურა უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვს.

მკვლელობა გასული წლის ზაფხულში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მოხდა. სუპერმარკეტში ლუდის საყიდლად შესულ სოსო დრობიშევს თანასოფლელ ორ მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდა. შელაპარაკების

შემდეგ დრობიშევი მარკეტიდან გავიდა, რამდენიმე წუთში დანით დაბრუნდა და სურმანიძეს მუცელში დაარტყა. დაჭრილი სახლისკენ გაიქცა. გამოძიების ვერსიით, მას სოსო დრობიშევი დაედევნა, სახლთან დაჭრილს შვილი და ახლობლები დახვდნენ, დაჭრილმა შვილისთვის მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, მომდევენ, დაიმალეთო.…ბიჭმა ქვების სროლა დაუწყო მათკენ მომავალ დრობიშევს და დამნაშავე გაიქცა… დაჭრილი საავადმყოფოში ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

cyc.ge