გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ილია თამარაშვილი შიდა ქართლში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

13-02-2021

შიდა ქართლის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ადგილზე გაეცნო.

სააგენტოს დირექტორი რეგიონში შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან და კომპანიის „სოკარ ჯორჯიაპეტროლიუმი“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას” თანამშრომლობით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება;ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება ახლა უკვე დისტანციურად, ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებით შეუძლიათ. პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. შეღავათიან ფასად დიზელის შეძენა ფერმერებს საშუალებას აძლევს, აგროსამუშაოებისთვის გათვალისწინებული ხარჯები დაზოგონ“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ.
„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა მეორე წელია წარმატებით ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა რეგიონის ფერმერებისათვის, აგროვადების დაცვით აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები“, - განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ, ნუგზარ სამხარაძემ.

ფასდაკლების ბარათების გაცემა ხორციელდება დისტანციურად, ვებგვერდისmy.mepa.gov.ge საშუალებით; ფერმერებს შეუძლიათ, ბარათები სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა ხორციელდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1-ლი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლითგაიცემა,არაუმეტეს, 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით, 1,500 ლიტრი, ხოლო 1-ლი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.