გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში 82 წლის ქალი ჩამორთმეულ ბინაში ამწე კრანით შევიდა

19-03-2018

ალექსანდრა ტერუნი ამწეს დახმარებით ბათუმში, საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულის აივანზე გადავიდა, აივნიდან კი ბინაში შევიდა. ამ პროცესს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ადევნებდა თვალს. ალექსანდრა 82 წლისაა და 1983 წლიდან ამ სახლში ცხოვრობდა.

ალექსანდრა ქუჩაში მას შემდეგ დარჩა, როცა მისმა შვილიშვილმა, წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა კი მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

ალექსანდრა გასული წლის 25 დეკემბრიდან ქუჩაშია და ახლობლებს აფარებს თავს.

Newajara.org