გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

13-02-2021

სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე უცვლელი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „Fitch"-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი "BB-"- დან 'B+'-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.

მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია "BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა, უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. „Fitch" - ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB" კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.

„Fitch" - ი ანგარიშში ნათლად აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების" ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ. ამასთან, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ოპოზიციური პარტიების პარლამენტის ბოიკოტირების ფონზე, სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით.

სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო პოლიტიკის გატარებით წარმატებით ახდენს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც წინა შოკების პერიოდში, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს. ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება - უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ს 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას.

Fitch - ი ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმართ დონორების მიერ გამოცხადებული მნიშვნელოვანი ნდობასა და მხარდაჭერაზე.

პანდემიის პერიოდში, მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სარეიტინგო კომპანიას უმყარებს რწმენას, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია.

ქვეყნის მმართველობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივე აღემატება „BB" კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებლებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის EFF პროგრამის ერთგულება ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმების პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, რაც ნათლად დადასტურდა პროგრამის მე-7 შეფასებითაც და აღნიშნული ნათლად მიანიშნებს მთავრობის მზაობაზე, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.