გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი სამი დღით საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

21-11-2017

22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ „რესპუბლიკის“ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

23 ნოემბერს „რესპუბლიკაში“ სიმამაცისა და სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

ე.წ. საზღვრის მუშაობა 22 ნოემბერს დილით შეჩერდება და 24 ნოემბერს საღამოს აღდგება.


წყარო: "ინტერპრესნიუსი"