19-03-2018
ყორნისის (ზნაურის) რაიონის სოფელ მუგუთში 26-წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. სარმატ კოკოევი ცხინვალის პროზექტურაში გადაასვენეს.
დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ალკოჰოლისგან მიღებული ინტოქსიკაცია გახდა.
მათივე ცნობით, სარმატ კოკოევი მუგუთში ბებიასთან და პაპასთან ცხოვრობდა. ,,გვამის გაკვეთაზე მშობლებმა უარი თქვეს," - იუწყება დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი.
სოფელი მუგუთი ქარელის რაიონის სოფელ დვანს ემიჯნება. ამ ორი სოფლის საცხოვრებელი სახლები მავთულხლართებითაა გაყოფილი.