გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

19-03-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც "ინტეპრესნიუსთან" საუბარში მალხაზ ამონაშვილმა განცხადა, გვიან ღამით მათ კუთვნილ ფერმში მოხდა სამართალდამცავები შეიჭრნენ და მწყემსი ცემეს. 

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, მუდმივად ზეწოლას ახდენენ ჩემს ოჯახზე, გვიან ღამითაც თავს დაესხნენ ჩემს ფერმას და სასტიკად სცემეს მწყემსი, რომლიც სამართალდამცველების მოსვლის მიზეზის გაგებას ცდილობდა. ცდილობდნენ, რომ მწყემსს ჩემი საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა. სულ მემუქრებიან და მეუბნებიან, რომ ნარკოტიკს ჩამიდებენ და „წამლით“ გამივსებენ ჯიბეებს. მოვითხოვ მკაცრ რეაგირებას, ეს როდამდე უნდა გაგრძელდეს?“ - აცხადებს მალხაზ ამონაშვილი.

პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ალექსი ტარასჩენკოვი და შესაბამის სამსახურებს მომხდარ ფაქტზე დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 

"ღამით ბრახუნმა გამაღვიძა და რომ ვიკითხე ვინ იყო არ მითხრეს, ღობე გადმოანგრიეს და 4 პოლიციელი შემოვარდა. შუქის ანთებაც არ მაცალეს ისე დამიწყეს ცემა. იარაღი მომადეს და მოკვლით მემუქრებოდნენ თუ მათთვის სასურველ ინფორმაციას არ მივაწვდიდი. იარაღი რომ ვერ ნახეს, ჩემი და მალხაზის ტელეფონები წაიღეს“, - ამბობს ალექსი ტარასჩენკოვი.

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრესამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპოლიციო კონტროლო არ განხორციელებულა და ამონაშვილების კუთვნილ ფერმაში პოლიციელები არ ყოფილან.

"ინტერპრესნიუსი"