გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკა მელია: თუ თავად არ ჩანიშნავენ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დემონსტრაციებით ვაიძულებთ

19-02-2021

პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამის გაკეთებას მანიფესტაციებით და დემონსტრაციებით აიძულებენ.

„ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს სწორ არჩევანს და ბიძინა ივანიშვილიც, ირაკლი ღარიბაშვილიც იძულებული გახდებიან უახლოეს პრეიოდში ახალი ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს, რაც ვითარებას განმუხტავს. ერთადერთი უებარი გამოსავალი არსებობს - ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში. ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი დაარ გააკეთებენ ამას მოლაპარაკების გზით ? ვაიძულებთ მანიფესტაციებით და დემონსტრაციებით“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, ნიკა მელიამ.