გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს ორშაბათიდან ოფიციალურად უხელმძღვანელებს

19-02-2021

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაამტკიცებს.

„დღეს გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც ოფიციალურად დაფიქსირდება განაცხადი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით. ხვალ და ზეგ ჩაინიშნება კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, სადაც მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო პროგრამას.

ორშაბათიდან უკვე მოხდება ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და შემდგომ, ორშაბათსვე ჩაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა და დამტკიცება. საჭირო არის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი, 76 ხმა და ეს მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ექნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.