გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთის რამდენიმე სოფელში ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები შექმნა

19-02-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურმა თოვლმა რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა.

თოვლის წმენდის სამუშაოები მამათის, ჩოჩხათის, აკეთისა და აცანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე დროს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობდნენ.

დილიდან სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილთან ერთად ეცნობოდა.