გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

21-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: საკაო, მაჟიეთი, ხიდეშლებსა და ბორცოში იმყოფებოდა.

აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.

სოფელ ხიდეშლებში მოსახლეობამ პრიორიტეტად წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წისქვილის მოწყობა დაასახელა.

სოფელ მაჟიეთში ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას და წყლის სისტემის მოწყობას დაუჭირეს მხარი.

სოფელ საკაოში პრიორიტეტად სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დასახელდა.

სოფელ ბორცოში მოსახლეობამ არჩევანი შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე გააკეთა.

2021 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 4 ადმინისტრაციული ერთეულეულის 15 სოფელში ჩატარდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.