გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე

21-02-2021

„ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ 2024 წელს გავაკეთოთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი. ყველა ჩვენი რეფორმა არის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი მთავარი საგზაო რუკა. ესაა ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ რეფორმები ჩქარდება და შეუქცევადია ევროპული და ევროატლანტიკური რეფორმების კურსი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომ ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე და მივაღწევთ ამ მნიშვნელოვან შედეგს," - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის წევრის ბეჟან წაქაძის შეკითხვას, რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის შესასვლელად.

ნათია თურნავამ, როგორც ახალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა სამოქმედო პროგრამა სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, ასევე უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს.