გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ტყიბულში ადამიანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

20-03-2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის ახლობლები და მეზობლები ბრალდებულ თამაზ ქურციკიძის ოჯახის გადასახლებას ითხოვენ. 

ადგილობრივები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულმა ეჭვმიტანილის შვილს ტრაქტორის საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რა დროსაც 20 წლის ბიჭი გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შემდეგ თამაზ ქურციკიძე შვილის გარდაცვალებაში მეზობელს ადანაშაულებდა. მათ შორის პერმანენტულად იყო კონფლიქტი. 

სოფელ მუხურაში მცხოვრები ვაჟა კილაძის თქმით, გუშინ საღამოს დაზარალებულს წყაროსთან ჩაეძინა, რა დროსაც თამაზ ქურციკიძე ჩუმად მიეპარა, ბოთლით საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მუხურაში ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად ახასიათებენ. დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცისთვის ბენზინის გადასხმის და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"