გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვახტანგ გომელაური: მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ თუ ერთი თვის შემდეგ, შეზღუდული არ ვართ

21-02-2021

„ნიკა მელიას საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ვმუშაობთ, დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვადების ოფიციალურად გადადება არ არსებობს. არის განჩინება სასამართლოსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განჩინების აღსრულება დაეკისრა. ამას ჩვენ დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ერთი, ორი თუ ხუთი დღით გადაიდო. ხომ არ ვამბობ, რომ არ ვიყავით დასაკავებლად მისული?! ვერ გეტყვით ზუსტად, როდის აღსრულდება, ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.