გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საგარეჯოს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

20-03-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები 21 მარტს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრნენ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცეს და ნობათები გადასცეს. 

”ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"