გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟოზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

24-02-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვ.

დანაშაულში მხილებულმა პირმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტომანქანა ბათუმის პორტის გავლით შემოიყვანა საქართველოში და არ დაადეკლარირა მასში არსებული საქონელი.

ამ ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანაში აღმოჩენილი საათების საბაჟო ღირებულება შეადგენს 11 745 ლარს, ხოლო დანარჩენ საქონელზე დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.