გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქართული კომპანიები - Gulfood 2021 გამოფენაში მონაწილეობენ

24-02-2021

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის 21-25 თებერვალს, ქართული კომპანიები - Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას.

"პანდემიის მიუხედავად, შევძელით 14 კომპანიის საერთაშორისო ღონისძიებაზე წარდგენა" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, 2020 წელს ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, ჩატარდა ძალიან ბევრი ონლაინ გამოფენა და შოურუმი, რომელშიც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ. თუმცა პანდემიით გამოწვეული ერთ წლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა - Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია - ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

"აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. უწყების ინფორმაციით, კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები.