გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოზარ სუბარი: ჩვენ დიალოგის მაგიდა არ დაგვიტოვებია

24-02-2021

საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპონენტებთან დიალოგისთვის მზადაა.

მისი თქმით "ქართული ოცნების" გუნდი ოპოზიციას პარლამენტში შესვლასა და მათთან დიალოგზე განუწყვეტლივ მოუწოდებს.

„ჩვენ არცერთი წუთით არ დაგვიტოვებია დიალოგის მაგიდა. ყოველ წუთს მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მოვიდეს დაჯდეს და შემოვიდეს პარლამენტში. ყველაფერზე ვლაპარაკობთ ყოველ ეტაპზე ერთის გარდა, რომ რაც ხალხმა მოგვცა მანდატი, იმის გადახედვა არ მოხდება თუ გაყალბებული არ არის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.