გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

24-02-2021

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების მნიშვნელობაზე.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას.

აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება ჩვენი მჭიდროდ დაკავშირებული ერების ნების საფუძველზე.

ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში მეგობრული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია მილოცვაში.