გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

24-02-2021

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს სომხეთსა და საქართველოს შორის მტკიცე მეგობრულ კავშირებს.

„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოსტზე საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

მტკიცე მეგობრულ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი კონტაქტები, ღრმა პატივისცემა და ნდობა ჩვენს ერებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განხორციელების ფარგლებში, რათა სრულად იყოს გამოყენებული სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია მილოცვაში.