გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ახალქალაქში ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

20-03-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ - ერთი ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომლის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებში ახდენდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.