გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი 470 463 ლარის ექვივალენტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 -7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

25-02-2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი 470 463 ლარის ექვივალენტი ევროს თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - ბ.ა., ო.კ., და დ.ქ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა.-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მოხდა ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევა, მათი ბიზნესსაქმიანობის შესწავლა და შეცდომაში შეყვანის მიზნით რეალური ბიზნესპარტნიორი კომპანიების საბანკო ანგარიშების მონაცემების ცვლილება, რის შედეგადაც, 2020 წლის მაისში, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები, რეალური კონტრაგენტების (თანხის მიმღებების) ნაცვლად ჩაირიცხა ო.კ.-ს და დ.ქ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოების საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს დიდი ოდენობით - 470 463 ლარის ექვივალენტი ევროს ზიანი მიადგათ.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.

2020 წლის 19 ივნისს, დაკავებულ ბ.ა.-ს, ო.კ.-ს, ხოლო მიმალვაში მყოფ დ.ქ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ა., ო.კ., და დ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ო.კ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე დაყადაღებული 304 721 ლარის ექვივალენტი ევრო დაუბრუნდა დაზარალებულ ნორვეგიულ კომპანიას.