გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა პირველ ივნისამდე გადაიწევს

25-02-2021

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო 2021 წლის პირველ მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალების 19 ათას მფლობელს შეეხება.

პრემიერის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები ასევე თავისუფლდებიან საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან.

„მინდა, გაგაცნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო 2021 წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე.

ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალების 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომლებიც იყო ბოლო წლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.