გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოკუპირებულ ცხინვალში ვლადიმერ პუტინს ხმა ამომრჩეველთა 92.8%-მა მისცა

20-03-2018

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 17 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. წინასწარი შედეგებით, 92.8%-მა ხმა ვლადიმერ პუტინს მისცა.

„სპუტნიკის“ ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ეს მაჩვენებელი 20%-ით აღემატება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 33 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 76.68% მიიღო. ამ დროისთვის, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების 99.94% აქვს დათვლილი. კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.4% შეადგინა.

reginfo.ge