გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს

25-02-2021

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს. საქართველოს დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სკოლის იუნკრები და მოხალისეები შეეწირნენ.