გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა

25-02-2021

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმ გმირებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოდნენ და თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას, საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი დაამტკიცა.

შედეგად, უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გავა საფოსტო მარკა პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა 1921 წლის თებერვალში.