გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძე: გარწმუნებთ, ოპოზიცია საბოლოო ჯამში პარლამენტში დაბრუნდება

25-02-2021

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით ოპოზიციას მოუწევს დაბრუნდეს პარლამენტში, რადგან მისი თქმით პარლამენტის გარეშე შემდეგი პროცესების უზრუნველყოფა წარმოუდგენელია.

„მოლაპარეკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ შეთანხმება და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე.

ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება, ამიტომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, რომ შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.