გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა

20-03-2018

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სოფ.გვესოში, იანვრის თვეში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, ჩამოიშალა კლდოვანი მასა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. ამ დროისთვის, დიდი მოცულობის ქვის ლოდები დაშლილია და საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
უმოკლეს პერიოდში მომზადდება გეოლოგების დასკვნა და შესაბამისი ზომების დაცვით დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.