გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ონლაინ ფორმატში იმსჯელეს

26-02-2021

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ახალი „ტყის კოდექსის’’ ამოქმედების საკითხსა და „ტყითსარგებლობის წესის“ დებულების შემუშავების პროცესის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსა და სახელმწიფოს პრიორიტეტი ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაა. ტყე და მისი რესურსი ქვეყნის განვითარების პროცესში სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს, წარმატებით ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები; 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება. ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია კავკასიაში პირველად ხორციელდება, რაც ქვეყანას დაეხმარება ტყეების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში.

სხდომაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ (GCF) დაფინანსებული ახალი პროექტი ,,ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში ტყის დეგრადაციის შედეგად სათბური აირების გამოყოფის შემცირებისთვის’’, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოსახლეობის შეშაზე დამოკიდებულების შემცირებას, მის მდგრად გამოყენებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერას, მუნიციპალური ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა და საელჩოების წარმომადგენლები. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ახალი ტყის კოდექსის დამტკიცების მნიშვნელობას.

ეროვნული სატყეო პროგრამის განხორციელების პროცესს მხარს უჭერს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელი (CENN).