გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბათუმში, 82 წლის ქალის მხარდასაჭერად, რომელიც გამოსახლების გამო, ორი დღის წინ სახლში ამწეთი შევიდა, იპოთეკით დაზარალებულები მივიდნენ

20-03-2018

ბათუმში, საიათნოვას 4 ნომერში სამართალდამცვებმა სახლიდან 82 წლის ქალი გამოასახლეს. ამ წუთებში ქალი შენობაში შესვლას კვლავ ცდილობს და სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევს. 
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, 82 წლის ქალმა საცხოვრებელი სახლის აივანზე ასასვლელად ამწე დაიქირავა და სახლში შევიდა. მისი თქმით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი 2016 წელს დაკარგა. მისი განმარტებით, სახლი შვილიშვილმა გაუყიდა. 
82 წლის ქალის მხარდასაჭერად სახლთან იპოთეკით დაზარალებული პირები მივიდნენ და სააღმსრულებლო ბიუროს თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.
როგორც მოხუცი ქალი ყვება, საბუთები გააყალბეს, ბინა შვილიშვილმა დააგირავა, თანხა ვერ დააბრუნა და სახლი გაიყიდა. 

"ინტერპრესნიუსი"