გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად , გაცნობითი შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „მპტ“, შპს „ ცოტნე“, შპს „ევროტექნიკსი’, შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის" , შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, ,შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ზოგ ობიექტზე უამინდობის გამო შემაფერხებელ გარემოებებზე , პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სამუშაო ობიექტების დროულად და ხარისხიანად შეესრულება მიზნით, დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის უახლოეს ხანში განახლებული სამუშაო გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.