გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად მოტივირებული ვართ, რომ ერთიანი ძალისხმევით საქართველოს ევროკავშირის წევრობა შესაძლებელი გახდეს

1-03-2021

ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ იქნება იოლი გზა, ეს იქნება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი.

„ჩვენი ხალხის საერთო არჩევანი და ამოცანა არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, საბოლოო, სრულფასოვანი გაწევრიანება. ჩვენ ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ოფიციალურად ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება იოლი გზა, ეს იქნება რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი, მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ერთიანი ძალისხმევით ეს გახდეს შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმა.