გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრაზე: მინდა მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის

1-03-2021

მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს ოპოზიციასთან შეხვედრაში.

„მე მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა აქვე დავადასტურო საჯაროდ , რომ მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის და მინდა მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.