გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება

1-03-2021

შეხვედრისას განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ბუნებრივია, ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ასე ვთქვათ ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ასევე განხილული იყო ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერის საჭიროება, რათა უახლოეს პერიოდში ქვეყანამ მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია, რასთან დაკავშირებითაც შარლ მიშელისგან საქართველომ მიიღო მხარდაჭერის დაპირება.

„მე მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით კი, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. მოგეხსენებათ, საწყისი ეტაპიდან დღემდე ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება როგორც უშუალოდ კოვიდ-19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ბატონ პრეზიდენტთან ასევე განვიხილეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა, რათა უახლოეს პერიოდში მივიღოთ ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დავიწყოთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაცია და ამ საკითხშიც ბატონი პრეზიდენტისგან ასევე მივიღეთ მხარდაჭერის დაპირება,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.