გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

20-03-2018

ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრო ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს. 

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება. 

„განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა; ბათუმი - აღმაშენებლის ქ.N19 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე); ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6. 
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"